ჰორიზონტალური პრიორიტეტები

ჰორიზონტალური პრიორიტეტები Erasmus+-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და პროგრამის ყველა სექტორს მოიცავს. ეს პრიორიტეტებია:

  • ინკლუზია და მრავალფეროვნება
  • ციფრული ტრანსფორმაცია
  • გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა
  • დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობა, საერთო ღირებულებები და სამოქალაქო ჩართულობა

ამ პრიორიტეტების მეშვეობით პროგრამა მიზნად ისახავს უფრო მეტად ინკლუზიური, მწვანე, ციფრული და მონაწილეობითი ევროპის ხელშეწყობას. Erasmus+-ის პროექტის წერისას აუცილებელია, პროექტი ამ პრიორიტეტებიდან მინიმუმ ერთ-ერთს ითვალისწინებდეს.